პროექტ ,,სამართლის ქალაქის“ ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები
სტუმრობდნენ სსიპ ქალაქ
თბილისის N149 საჯარო სკოლას.
ბენეფიციარებმა მასპინძელ
სკოლაში
გაითამაშეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. პროცესის შემდეგ მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით მოეწყო დისკუსიის ინიცირება თემაზე ,,არის თუ არა გამართლებული არასრულწლოვანთა
ქორწინება?!“
პროექტი ,,სამართლის ქალაქი“ დაფინანსებულია ქალაქ თბილისის
მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ და მისი მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება,
ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სასკოლათაშორისო კულტურის განვითარების ხელშეწყობა
.
პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან სსიპ ქალაქ თბილისის
N149 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასა და მონაწილე
მოსწავლეებს თანამშრომლობისათვის.