Friday, November 4, 2016

    პროექტ    ,,სამართლის ქალაქის“   ფარგლებში  სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ    სსიპ ქალაქ თბილისის N149 საჯარო სკოლას.
    ბენეფიციარებმა მასპინძელ  სკოლაში  გაითამაშეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.    პროცესის შემდეგ  მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით  მოეწყო დისკუსიის ინიცირება  თემაზე ,,არის თუ არა გამართლებული არასრულწლოვანთა ქორწინება?!“

    პროექტი ,,სამართლის ქალაქი“ დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ და მისი  მიზანია არასრულწლოვნებში  სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისა   და  სასკოლათაშორისო კულტურის განვითარების ხელშეწყობა .  
      პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან სსიპ ქალაქ თბილისის N149  საჯარო სკოლის ადმინისტრაციასა და მონაწილე მოსწავლეებს თანამშრომლობისათვის.


No comments:

Post a Comment